სამწუხაროდ ამ პლატფორმაზეც ბევრია ისეთი, ვინც ჯიუტად განაგრძობს მიმდინარე მოვლენებზე თვალების ხუჭვას და წაყრუებას, თითქოს ყველაფერი მწყობრშია.
ნუთუ კიდევ რამეა საჭირო იმისთვის, რომ მივხვდეთ ვინ ვის მხარესაა და ვინ ვის ემსახურება?
მთელი დარჩენილი ცხოვრება თუ აპირებთ საკუთარი თავების, თქვენი ოჯახის წევრებისა და თქვენი მომავალი თაობის ტყვეობაში მომწყვდევას, ე.ი ამაზე მეტს არც იმსახურებთ და ვერც მიიღებთ.
დაივიწყეთ თქვენივე უფლებები, უსაფრთხოება და იმაზე ფიქრი, რომ ვინმე ოდესმე დაგიცავთ და ისე არ გამოგეკიდებიან ქუჩა-ქუჩა როგორც ამას ეს გაბოროტებული, გავეშებული ლაჩრები აკეთებენ.
დაივიწყეთ სამართლიანი შრომითი პირობები სადაც თქვენს გარჯას რაიმე სახის ადეკვატური კომპენსაცია შესაძლოა მოჰყვეს.
დაივიწყეთ ცივილიზაციასთან რაიმე სახის კავშირი, ადეკვატური ცოდნისა და განათლების მიღება თუ კარიერული განვითარება.
დაივიწყეთ ის რაიმე პროდუქტი, რისი შეძენის სურვილიც შესაძლოა გაგაჩნდეთ.
საერთოდ, თქვენი სურვილები და ოცნებებიც შეგიძლიათ დაივიწყოთ, რადგან რეალიზაციის საშუალება არასდროს მოგეცემათ.
ვინმეს თუ გყავთ ძმა, მამა, ბიძა, მეგობარი, მეზობელი, უბნელი და ა.შ ვისაც შეუძლია გამოეყოს ამ შავ-ბნელ ძალას, მოარიდეთ, აუხსენით თუ რა დევს სასწორზე და რად შეიძლება ვიქცეთ. რა საფრთხე ელის ჩვენს ოჯახებს, შვილებს, მეგობრებს და მათ კეთილდღეობას.
აზრზე მოდით სანამ ჯერ კიდევ დროა, სანამ გვაქვს შანსი ჩვენი იდენტობა, ისტორია და რაც მთავარია ბედნიერი მომავალი შევინარჩუნოთ.
სანამ არ შევბრუნდით იქ, საიდანაც ამდენი უბედურება დაგვატყდა თავს, რის გამოც ასი-ათასობით ქართველი დღეს საქართველოში არ/ვერ ცხოვრობს და უმრავს საკუთარ მიწა-წყალთან მიახლოების საშუალებაც კი არ აქვს.
სანამ საქართველოს ის ბრტყელ-ბრტყელი სადრეგრძელოები, რომლებსაც სუფრაზე ღაღადებთ, სანამ ჰიმნი, რომლის კულმინაციაც "თავისუფლებას დიდებაა", დასმენის შიშით არ დაგავიწყეს.
პ.ს ყველას ვინც ამ დაყოფისთვის მიუძღვის რაიმე წვლილი, საკადრისი პასუხი არ ასცდება ადრე თუ გვიან. ქუჩაში ჩაქოლვის შიშით, მათი ოჯახებიც ვერ გაივლიან მშვიდად და მუდამ მოღალატეების სახელებით დარჩებიან ისტორიას.
პ.პ.ს ნამდვილად არ არის ეს საფეხბურთო შინაარსის პოსტი, რამაც შესაძლოა რიგ ადამიანთა უკმაყოფილება გამოიწვიოს, თუმცა ასეთ დროს, ვალდებულები ვართ ყველას მივაწვდინოთ ხმა რითიც შეგვიძლია.
ჩვენ გავიმარჯვებთ!❤️🇬🇪